ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანასტასია ჩხარტიშვილი 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია. სპორტსმენმა ტურნირზე ყველა შეხვედრის მოგება გეიმის წაუგებლად შეძლო, ფინალში კი ლიეტუველი მაგიდის ჩოგბურთელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
რიგის საერთაშორისო ტურნირს სარეიტინგო ტურნირის სტატუსი აქვს. ასპარეზობაში 13 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ანასტასია ჩხარტიშვილი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელიც სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ იგი 15-წლამდელთა შორის 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული სერიების გამარჯვებულიცაა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.