სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” World Film Festival in Cannes-ზე საუკეთესო დრამის ნომინაციაში გაიმარჯვა

GAFA-ს კურსდამთავრებულის სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” World Film Festival in Cannes-ზე საუკეთესო დრამის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ეს ამ ფილმის პირველი გამარჯვება არაა. სოფო ბერიშვილის ფილმმა „ილუზია“ „San Diego Movie Awards“-ზე საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორის ნომინაციაში, ნიუ – იორკის „ONIROS FILM AWARDS“-ზე საუკეთესო პროდიუსერის ნომინაციაში, American Golden Picture International Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, ხოლო ნიუ – იორკის Best Actor & Director Awards-ზე საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. გარდა ამისა ფილმი  „New Jersey Film Awards”-ზე 8 ნომინაციაში იყო  წარდგენილი და აქედან ხუთში გაიმარჯვა.

ფილმი „ილუზია“ სურეალისტური დრამაა, რომელიც მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები: ცისია მეტრეველი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და პატარა ნენე ეპიტაშვილი. მუსიკა ფილმისთვის ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა. რეჟისორი, პროდიუსერი  და სცენარის ავტორი კი თავად სოფო ბერიშვილია.

ალექსანდრე ბეგალიშვილიზაზა მარჯანიშვილიილუზიასოფო ბერიშვილიცისია მეტრეველი