სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში დასრულდა  ევროპის საკლუბო ჩემპიონატი

სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში დასრულდა  ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა გუნდებს შორის.

ასპარეზობაზე სხვადასხვა ევროპული კლუბის სახელით სამი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობდა.

ნანა ძაგნიძე (TAJFUN-ŠK Ljubljana);

ნინო ბაციაშვილი (SuperChess Club);

ბელა ხოტენაშვილი (Garuda Ajka BSK).

ჩემპიონატი 18 ევროპულ კლუბს შორის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.

ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდა ‘TAJFUN-ŠK Ljubljana’ ნანა ძაგნიძის ლიდერობით!

ვერცხლის მედალს   ბელა ხოტენაშვილის ‘Garuda Ajka BSK’ დაეპატრონა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ნინო ბაციაშვილის  ‘SuperChess Club’ დაისაკუთრა.