25 ოქტომბრიდან, ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაში თავისუფალ სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან

25 ოქტომბრიდან, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაში თავისუფალ სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

  • 57კგ – ლუკა ღვინჯილია
  • 61კგ – ომარ გაზაშვილი
  • 65კგ – გოგა ოთინაშვილი
  • 70კგ – დავით ფაცინაშვილი
  • 74კგ – ლუკა ჩხიტუნიძე
  • 79კგ – ოთარ ადეიშვილი
  • 86კგ – ვლადიმერ გამყრელიძე
  • 92კგ – სანდრო მარგიშვილი
  • 97კგ – მერაბ სულეიმანიშვილი
  • 125კგ – სოლომონ მანაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ჭიღლაძე

მწვრთნელები: თემურ მინდიაშვილი, აკაკი კუნჭულია

ექიმ-რეაბილიტოლოგი: ვაჟა ომარაშვილი