ქართულად ითარგმნა და გამოიცა ჰერმან ჰესეს „კნულპი“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულად ითარგმნა და „ჩემი გამომცემლობის“ მიერ გამოიცა ჰერმან ჰესეს „კნულპი“.

მთარგმნელი: მიხეილ ხაჩიძე.

კნულპი არის მოთხრობა, რომელიც დაყოფილია სამ ნაწილად: ადრეული გაზაფხული, ჩემი მოგონებები კნულპზე და დასასრული. იგი პირველად გამოვიდა 1915 წელს. ნაწარმოებში მოქმედება ხდება 1890-იან წლებში. მთავარი გმირი არის ღარიბი მაწანწალა, ჩვეულებრივი მოხეტიალე, რომელსაც არ აქვს საკუთარი ოჯახი, სახლი ან თავშესაფარი. ის ეძებს ცხოვრების აზრს, მოგზაურობს ქვეყნის გარშემო და მჭიდროდ არის დაკავშირებული გარე სამყაროსთან, სოფლის ცხოვრებასთან და ბუნებასთან.

მოთხრობა ქართულად პირველად ითარგმნა

კნულპი