მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა საავიაციო პლატფორმამ „Just Planes” “ჯორჯიან ეარვეისის” შესახებ სერიები გამოაქვეყნა. „Just Planes”-მა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რამდენიმე ევროპული მიმართულებით იმგზავრა.
„Just Planes” ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საავიაციო პლატფორმაა მრავალმილიონიანი აუდიტორიით მთელ მსოფლიოში. „Just Planes”-ის სხვადასხვა პლატფორმა 15 მილიონ გამომწერს აერთიანებს და არხის სერიებს ამ დრომდე 6 მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს. პლატფორმის მიზანია მაყურებელს შესთავაზოს ავიახომალდის ფრენის შესახებ ამსახველი უნიკალური მასალა პილოტის კაბინიდან.