საქართველოს ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე 23 -წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა. სოსო ჯაბიძის შეგირდებმა თითო ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს!
ჩემპიონი 72კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძე გახდა. ქართველმა მოჭიდავემ წლეულს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ოქროს დუბლი შეასრულა.
დიეგო ჩხიკვაძე(67კგ) ვერცხლს დაეუფლა. ქართველმა 5-დან 4 შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო თუმცა ფინალი დათმო და მის კოლექციას ვერცხლის მედალი დაუმატა.
ბრინჯაოს მედლებს ფრიდონ აბულაძე(60კგ); დათა ჩხაიძე(82კგ); აჩიკო ბოლქვაძე(87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი(130კგ) დაეუფლნენ.
მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული ექვსი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.