საქართველოს ნაკრების მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო (IYNT 2024) და ახალგაზრდა ფიზიკოსთა 37-ე საერთაშორისო (IYPT 2024) ტურნირებზე.
ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო ტურნირი (IYNT 2024) ქალაქ ბათუმში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა აბსოლუტური პირველი ადგილი მოიპოვა.
გუნდის შემადგენლობა: ალექსანდრე გვარამია (კაპიტანი) და ლილე ჭელიძე – ვეკუას სკოლა. თამარ ჯინჭარაძე, მარიამ ბექაური, კონსტანტინე ჩუბინიძე და ნიკოლოზ ტყებუჩავა -კ ომაროვის სკოლა.
ტურნირი გუნდური შეჯიბრებაა და გუნდის თითოეულმა წევრმა ოქროს მედალი მოიპოვა.
გუნდის ლიდერები: ნინა რამიშვილი, დავით მოდებაძე, გიორგი ბახტაძე, ლაზარე ოსმანოვი, დეა ნოზაძე.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ახალგაზრდა ფიზიკოსთა 37-ე საერთაშორისო ტურნირში (IYPT 2024), საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: ქეთევან გოგიშვილი(კაპიტანი), მარიამ ცქიტიშვილი და ნიკოლოზ გოცაძე-კომაროვის სკოლა, მარიამ ლომინაშვილი და ლუკა ჩახნაშვილი – ვეკუას სკოლა.
ტურნირი გუნდური შეჯიბრებაა და გუნდის თითოეულმა წევრმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გუნდის ლიდერები: ნიკოლოზ ნიკურაძე, ბექა ბზეკალავა, გიორგი ბახტაძე, ლაზარე ოსმანოვი, გიორგი ხომერიკი, ზურაბ უგულავა.
ტურნირში 38 სახელმწიფოს 350-მა მოსწავლე მონაწილეობდა.
ტურნირებში საქართველოს შერჩეული ნაკრების მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დააფინანსა.
ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.