მარიამ კიკნაძე სწავლას იტალიაში აგრძელებს

ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული მარიამ კიკნაძე სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს იტალიაში, G. d’Annunzio Chieti – Pescara-ში ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. მან სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარიამს სურს ცოდნა გაიღრმაოს საერთაშორისო ფინანსური რეპორტინგის, ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის, მონაცემთა ანალიტიკისა თუ პროექტების ბიუჯეტირების კუთხით. ეს პროგრამა კი ამ მიმართულებით კარგი შესაძლებლობაა.