გასტრონომიის ფესტივალზე “Theoule, Arts and Vin” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის “Le Pont Caucasien” ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ტოულ სურ მერში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე “Theoule, Arts and Vin” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

ფესტივალის  სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 12 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის  15 სახეობის ღვინოს.

რიგით მე-16 ფესტივალი „Theoule, Arts and Vin“, რომელიც ტოულ სურ მერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 2008 წლიდან იმართება, აერთიანებს ღვინისა და   სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს, ღვინის  მომხმარებლებს, იმპორტიორებსა  და გასტრონომებს.