იაპონურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა დავით ხოშტარიას წიგნი: “შუასაუკენეების ქართული ხუროთმოძღვრება”.
წიგნი გამომცემლობა “საირიუშიამ” გამოსცა.
დავით ხოშტარია ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების გამგე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სამეცნიერო საბჭოს წევრია. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა – შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა, მშენებლობის ისტორია.