ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე სხვადასხვა ევროპული კლუბების სახელით სამი ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს

სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში სტარტს აიღო ევროპის საკლუბო ჩემპიონატმა ქალთა და ვაჟთა გუნდებს შორის!

ასპარეზობაზე სხვადასხვა ევროპული კლუბების სახელით სამი ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს:

ნანა ძაგნიძე (TAJFUN-ŠK Ljubljana);

ნინო ბაციაშვილი (SuperChess Club);

ბელა ხოტენაშვილი (SuperChess Club).

ჩემპიონატი 18 ევროპულ კლუბს შორის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართება.