ქეთევან კობიაშვილი გაცვლითი პროგრამით ერთ სემესტრს იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში ისწავლის

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი ქეთევან კობიაშვილი გაცვლითი პროგრამით ერთ სემესტრს იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე ისწავლის. მან ასევე მოიპოვა  JASSO-ს ყოველთვიური სტიპენდია. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში ქეთევანი გაივლის საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე საგანსა და იაპონური ენის კურსებს.

გაცვლითი პროგრამა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.