ქალაქ შენჯენში, კომპანია “ჰუავეიმ” 30-მდე სპეციალისტს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან სტუდენტურ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებისათვის(ბოლო წლების შედეგების მიხედვით) ჯილდო “გამოჩენილი მენტორი” გადასცა. ჯილდოს მფლობელი გახდა ასოცირებული პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი. ინფორმაციას თავად ზაზა გამეზარდაშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„”გამოჩენილი მენტორი” – ასე აწერია ჯილდოს, რომელიც კომპანია “ჰუავეიმ” ქალაქ შენჯენში გადმოგვცა 30-მდე სპეციალისტს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან სტუდენტურ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებისათვის ბოლო წლების შედეგების მიხედვით. კავკასიის რეგიონიდან ჩემს გარდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი არმენ ანდრეასიანი დაჯილდოვდა. რამდენიმე წელია “ჰუავეი” ასპონსორებს სასკოლო და სტუდენტურ ოლიმპიადებს და ეს ღონისძიებაც მის მიერ იყო ორგანიზებული ICPC-ის ხელმძღვანელობასთან ერთად. უკვე ვწერდი “ჰუავეის” უზარმაზარი კამპუსის შესახებ, რომელშიც ევროპის 12 წამყვანი უნივერსიტეტის ზუსტი ასლია აგებული. ისეთი დიდი ტრადიციების ქვეყანა, როგორიც ჩინეთია, აღიარებს ევროპის უდიდეს ღვაწლს მსოფლიო ცივილიზაციაში“, – წერს ზაზა გამეზარდაშვილი.