საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანის „ღვინის ფესტივალს“ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები, ბლოგერები და ღვინის ექსპერტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
პრესტურის ფარგლებში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისს, ახტალას, ალავერდსა და იყალთოს ესტუმრნენ, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო. უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის, ღვინისა გასტრონომიის შესახებ რეპორტაჟებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, რომელსაც მთელ მსოფლიოში გაეცნობიან.