მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ევროპის კარატეს ფედერაციამ (EKF) სამსაჯო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო და ევროპის კარატეს ფედერაციის (WKF&EKF) 2024 წლის მსაჯთა რეიტინგის ლიდერი, თათი მელუა ევროპის კარატეს ფედერაციის სამსაჯო კომისიის წევრად აირჩიეს.