ყაზახეთმა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა გრეპლინგში. ქართველთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე სამი მედალი: 2 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონობა გიორგი რაზმაძემ (66 კგ) და ალექსანდრე თევზაძემ (100 კგ ) იზეიმეს, ვიცეჩემპიონი კი ამირან სვიმონიშვილი (88 კგ) გახდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.