ისტორიული შედეგი ვენეციის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე – ქართველმა კარატისტმა, ირაკლი სულამანიძემ -75 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყირგიზ სპორტსმენს სძლია. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტმა მედალი პირველად მოიპოვა.