იუნიორთა შორის გრან-პრის ბოლო მე-7 ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

ჩინეთის ქალაქ უსიში დასრულდა იუნიორთა შორის გრან-პრის ბოლო მე-7 ეტაპი, რომელშიც ჩვენი სპორტსმენები  ინგა გურგენიძე  და  კონსტანტინე  სუპატაშვილი მონაწილეობდნენ.

ინგამ ორი პროგრამის  ჯამში მე-6  ადგილი  დაიკავა,  საგულისხმოა, რომ 34 მონაწილე  სპორტსმენს  შორის ევროპის ქვეყნის  მოციგურავეებიდან მას  პირველი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. თავისუფალი პროგრამა  ქართველმა  სპორტსმენმა  უშეცდომოდ  შეასრულა და მათ  შორის, ისეთი ურთულესი  ელემენტი, როგორიცაა  სამ-ნახევარი  აქსელი. ინგამ ელემენტების  შესრულების ნაწილში  მის კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, ტურნირზეც  74.72  ქულა საუკეთესო აღმოჩნდა  და  თავისუფალ  პროგრამაში 128,69  ქულით   მესამე  ადგილი დაიკავა.

კონსტანტინე  სუპატაშვილმა  კი მე- 13 პოზიციით  დაასრულა  გრან-პრის ბოლო ეტაპი.

ინგა გურგენიძეკონსტანტინე  სუპატაშვილი