მწერალთა სახლის ხელშეწყობით, თურქულად ითარგმნა და გამომცემლობა Flu Kitap-ის მიერ გამოიცა გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატა“.
მთარგმნელები: თამარ ალფენიძე, კევსერ რუჰი.
რომანის მთავარი გმირია სოხუმის კოლორიტი, აფხაზი მიხეილ ბღაჟბა, რომლის შესახებ ისტორიებსაც მწერალი აფხაზეთში აფხაზებისგანაც ისმენდა და თბილისში ქართველებისგანაც. რომანი სწორედ ამ რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით შეიქმნა.