13 ოქტომბერს 12:00 საათიდან, სამი ალაზნის ბიოსფერულ რეზერვატში – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, აგროტურისტული მეურნეობა “ითაბანი“-ს ულამაზეს გარემოში, „თუშური გუდის ყველის ფესტივალზე“ გაიმართება.
ფესტივალი ორგანიზატორია ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი“. ფესტივალი დაფინანსებულია „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის” მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში გერმანიის მთავრობის მიერ.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია და საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია.
ფესტივალის მიზანია თუშური გუდის ყველის პოპულარიზაცია; პროდუქტის რეალიზაციაში ფერმერების მხარდაჭერა; თუშური გუდის ყველის მწარმოებელი ფერმერების წახალისება და თუშური კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:
ფერმერის ბაზრობა – წარმოდგენილი იქნება როგორც თუშური გუდის ყველის ნაირსახეობები (ცხვრის და ძროხის გუდა, ჩოგი, კალტი), ასევე ადგილობრივი მეწარმეების მიერ გამოფენილი იქნება ღვინო, მატყლის ნაწარმი, თაფლი, ქუმელი, ჩაი და სხვა;
თუშური სამზარეულოს მასტერკლასები – მოწვეული და ადგილობრივი შეფების მიერ მომზადდება თუშური სამზარეულოს მარგალიტები (კოტორი, ხავიწი, ხინკალი და სხვ.);
საკვები კუთხეები – სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის ადგილობრივი კერძები;
თუშური გუდის ყველის კონკურსი – საუკეთესო ყველის მწარმოებლები (ფერმერი და სარქალი) დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით;
თუშური ფოლკლორი და ქორეოგრაფია;
თუშური ტრადიციული თამაშობების გაცოცხლება;
ძველი თუშური ყოფის ამსახველი კადრების კინოჩვენება – „თუში მეცხვარე“, თუშური ტრადიციები და სხვა…);
ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა!