გორა ბასარა ტაბაკინი ევროპის ვიცეჩემპიონია

რამდენიმე დღის წინ სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრე კაჭარავამ და ლიკა კვეკვესკირმა 2 კავკასიური ნაგაზი წარადგინეს – ლამაზი ამბავი კავკასიონი და გორა ბასარა ტაბაკინი.

ამაზოს ტიტულებია

  • მსოფლიო ჩემპიონი იუნიორთა შორის
  • შვეიცარიის ჩემპიონი იუნიორთა შორის
  • ჟენევის გრან-პრის გამარჯვებული იუნიორთა შორის
  • თურქეთის ჩემპიონი იუნიორთა შორის
  • მაკედონიის ჩემპიონი
  • მონტენეგროს ჩემპიონი
  • ბალკანეთის ჩემპიონი
  • საქართველოს ჩემპიონი
  • საქართველოს გრანდ ჩემპიონი
  • ხორვატიის გამარჯვებულთა შოუ, ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი
  • სლოვენიის ჩემპიონი

ორა ბასარა ტაბაკინის ტიტულებია:

  • საქართველოს ჩემპიონი
  • საქართველოს გრანდ ჩემპიონი
  • კავკასიის გამარჯვებული
  • სლოვენიის ჩემპიონი
  • ევროპის ვიცეჩემპიონი

– „ლამაზი ამბავი კავკასიონი არის 2 წლის ძუ. სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე, გამოფენაზე გახდა ჩემპიონთა კლასის გამარჯვებული.

ამ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა გორამ (გორა ბასარა ტაბაკინი). ის ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა. ძალიან ბევრი უცხოური ცნობილი ძაღლსაშენის, თუ უბრალოდ მონაწილის მოწონება დაიმსახურა, როგორც მწარმოებელმა ხვადმა.

სლოვენიაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი მანქანით. საერთოდ, რა წარმატებასაც მივაღწიეთ ამ სფეროში, თავიდან ბოლომდე ჩემი მეუღლის დამსახურებაა. მისი გვერდში დგომით და უზარმაზარი სიყვარულით ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ მივაღწიეთ ამ შედეგს“, – განაცხადა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას ალექსანდრე კაჭარავამ.

მისივე ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე გორა ბასარა ტაბაკინის ორი შვილი, გოგო – როიალ ბაბიკო და ბიჭი – ბომბორა ბათურა გოლდენ ბოი მონაწილეობდნენ და ორივე ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

ალექსანდრე კაჭარავაგორა ბასარა ტაბაკინილამაზი ამბავი კავკასიონილიკა კვეკვესკირი