რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

სოლტ-ლეიკ-სიტიში, UFC 307-ის ღონისძიების ფარგლებში,  საშუალო წონით კატეგორიაში , ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ამერიკელ კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ეს გამარჯვება რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 იყო, ხოლო უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია, ბრძოლამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მან ჩემპიონის ქამრისთვის ოქტაგონზე ამერიკელ შონ ო’მალის სძლია. მიმდინარე წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობა იზეიმა ილია თოფურიამ. მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

რომან დოლიძე