მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციამ “ფიდე” ოქტომბრის რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.
ქალთა შორის ტოპ-ათეულში ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე ინარჩუნებს ადგილს. სიის სათავეში პირველ ოთხ ადგილზე ჩინელი მოჭადრაკეები არიან:
I – ჰოუ იფანი – 2633 ქულა;
II – ჟუ ვენჟუნი – 2563;
III – ტან ჟონგი – 2551;
IV – ლი ტინგჟი – 2549….
IX – ნანა ძაგნიძე – 2513;
- ნინო ბაციაშვილი; 24. მერი არაბიძე; 35.ლელა ჯავახიშვილი; 38.ბელა ხოტენაშვილი.
ვაჟთა შორის რეიტინგის სიის სათავეში, მაგნუს კარლსენია (ნორვეგია) – 2831 ქულით; მეორე ადგილზე ჰაიკარუ ნაკამურა (აშშ) – 2802 და მესამეზე არჟუნ ერიგაისია (ინდოეთი) – 2797.
თითო-თითო წარმომადგენელი გვყავს 20-წლამდელ ჭაბუკთა და გოგონათა ასეულში. ვაჟებში ნიკოლოზ კაჭარავა 38-ე, ხოლო გოგონებში კესარია მგელაძე 86-ე ადგილზეა.