სლოვენიის ფილარმონიის ორკესტრს სამი წლის ვადით უნიჭიერესი ახალგაზრდა დირიჟორი კახი სოლომნიშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას საქართველოს საელჩო სლოვენიაში ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველმა სადებიუტო კონცერტმა ლუბლიანას მთავარ საკონცერტო დარბაზში, Cankarev Dom-ში სრული ანშლაგით ჩაიარა. შესრულდა სლოვენიელი კომპოზიტორის ზვონიმირ ციგლიჩის, შოსტაკოვიჩისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.