ქართველმა სთრონგმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს

გერმანიაში სთრონგმენის ძველი წესებით ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონობა შოთა გოგობერიშვილმა (120 კგ) და ავთანდილი ახვლედიანმა (+120 კგ) იზეიმეს, ბრინჯაოს მედლები კი გაგა ჭინჭარულმა (90კგ)  და ვალიკო ფიფიამ (105 კგ) მოიპოვეს.