თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის საიუბილეო სეზონი დაიხურა

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის საიუბილეო სეზონი დაიხურა. საიუბილეო ფესტივალის დახურვის ღონისძიება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

მსმენელის წინაშე წარდგნენ ელისო ვირსალაძე და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდა რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სუიტა „შეჰერეზადე“ (თხზ. 35) და შუმანის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (ლა მინორი, თხზ. 54).

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21 სექტემბერს გაიხსნა და გაიმართა ექვსი კონცერტი, „საუბრები მუსიკაზე“, 14 მასტერკლასი, 22 სექტემბერს კი, საგანგებოდ ახალგაზრდა მსმენელისთვის, თელავის ისტორიულ მუზეუმში წარმოადგინეს მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში  მეორმოცედ გაიმართა.