საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო “ვინ ვინ არის” მსოფლიო საბალეტო სფეროსა და კულტურულ-შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, როგორც ქალ ლიდერს, პრიმა ბალერინა – ირმა ნიორაძეს გადაეცა.
ირმა ნიორაძე 35 წელია წარმატებულ საბალეტო კარიერას აგრძელებს, მან ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი დააარსა.
ეს საერთაშორისო ჯილდო სხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად მიღებული აქვთ ბარაკ ობამას და ჰენრი კისინჯერს.