ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული მარიამ კიკნაძე სწავლას იტალიაში, G. d’Annunzio Chieti – Pescara-ში ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. მან სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მარიამს სურს ცოდნა საერთაშორისო ფინანსური რეპორტინგის, ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის, მონაცემთა ანალიტიკისა თუ პროექტების ბიუჯეტირების კუთხით გაიღრმაოს. ეს პროგრამა კი ამ მიმართულებით კარგი შესაძლებლობაა.