XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოს დაუპირისპირდა სპარსეთი. დიდებულმა ერეკლე II დახმარებისთვის მიმართა რუსეთს და გააფორმა ყველასთვის ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი. ამ ტრაქტატის თანახმად, რუსეთი საქართველოს უნდა დახმარებოდა სამხედრო შემოტევის შემთხვევაში.
1795 წელს, საქართველოსკენ დაიძრა ღა–მაჰმად–ხან ყაჯარი, 35 000 მებრძოლით. ის სოღანლუღთან 8 სექტემბერს დაბანაკდა. ერეკლე II მხოლოდ 5 000 მეომრის შეკრება შეძლო, მაგრამ მხედართმთავრების წყალობით მათი გამოყენება ისე შეძლო, რომ მტერმა ქართველთა სიმცირე ვერ გაიგო. 3 წაგებული ბრძოლის შემდეგ ხანი გაბრუნდა თბილისიდან, მაგრამ სიხარული ნაადრევი იყო, რადგან, როგორ ყოველთვის ქართველებს შორის გამოჩნდა მოღალატე, რომელმაც ამცნო ხანს მებრძოლთა სიმცირის შესახებ. სპარსელთან ჯარი მობრუნდა უკან, თან გზად უკვე აღნიშნავდა გამარჯვებას. ისინი ისე მალე დაბრუნდნენ თბილისში რომ, მეფემ ვერ შესძლო ჯარის შეკრება, ის მხოლოდ მოხალისეთა რაზმის იმედად დარჩა. ამ რაზმის შემადგენლობაში შედიოდა 300 ფშავ–ხევსურისა და არაგველი გლეხი, რომლებმაც ბრძოლის წინ ფიცი დადეს: “თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“–ო. მათ იცოდნენ რომ გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ არ შეშინდნენ, მოწინავე რაზმის ადგილი დაიკავეს და მტერს ვაჟკაცურად შეეგებნენ. მათი დამსახურებით გადაურჩა ერეკლე II ტყვეობას. ყველანი იქვე დაიხოცნენ ვაჟკაცურად.
მიუხედავად წაგებული ბრძოლისა, სამასივე არაგველის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში. მათ გმირობას მიუძღვნა ლექსი, დიდმა ქართველმა პოეტმა ლადო ასათიანმა :
“ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!”.
ეს მეომრები, მაშინ როდესაც დიდებულები იმალებოდნენ და ხელსაც კი არ ამოძრავებდნენ ქვეყნის გადასარჩენად გმირულად და გააზრებულად დაიხოცნენ. ეს არის სწორედ გმირობა, მათ არ უფიქრიათ სიმდიდრეზე და დროებით “თავისუფლებაზე”, მათ არჩიეს ღირსება და ვაჟკაცობა. ისინი მუდამ თავისუფლები იქნებიან და მათ არავინ დაივიწყებს, მათგან განსხვავებით ვინც უმოქმედოდ ელოდა როდის დაიპყრობდნენ და ბრძოლაც კი არ სურდათ.
ბრძოლიდან 100 წელი იყო გასული, რომ წმინდანად შერაცხულმა კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონმა აღნიშნა გმირულად დაღუპული 300 არაგველის ხსოვნა და იქ მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძარში საგანგებო წირვა აღავლინა, ხოლო შემდეგ თბილისის სამღვდელოებამ ფართო საზოგადოებასთან ერთად კრწანისის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა სულის საოხად დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ქართველმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ეს დღე უდიდეს ეროვნულ დღესასწაულად გადააქციეს.
„ამ წმინდა ადგილზე ჩვენ უნდა დავდგათ მუდმივად ანთებული კანდელები, რათა ყოველმა გამვლელმა გაიხსენოს 300 არაგველი და ის გმირები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ”, – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წარმოთქვა უკვე 2008 წელს, როცა 300 არაგველი საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა, როცა ჩვენი მხედრული, საგმირო ისტორიის დღესასწაული დაწესდა და ტრადიციად დამკვიდრდა.