დასრულდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წევრ სახეობაში – ქვიშის ჭიდაობაში, მსოფლიო სერიების მორიგი ეტაპი, რომელსაც საბერძნეთის ქალაქმა კატერინმა უმასპინძლა.
+90კგ წონით კატეგორიაში, ტრადიციულად ლიდერობა არავის დაუთმო მამუკა კორძაიამ – ქართველი მოჭიდავე ოქროს დაეუფლა.