23 – 27 სექტემბერს ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის II სეზონის პროგრამა ათ საკონკურსო, ოთხ არასაკონკურსო სპექტაკლსა და ოთხ მასტერკლასს მოიცავს.
ფესტივალის მეორე სეზონში მონაწილე თეატრები:
საკონკურსო ფორმატი:
🇧🇷1. ბრაზილია – თეატრი – CIA CASA PASSARINHO
🇪🇸 2. ესპანეთი – The Minusmal Project
🇰🇿 3. ყაზახეთი – ალმათის თოჯინების სახელმწიფო თეატრი
🇵🇱 4. პოლონეთი – თეატრი BAJ
🇬🇪 5. საქართველო – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
🇬🇪 6. საქართველო – თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი
🇬🇪 7. საქართველო – ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი
🇬🇪 8. საქართველო – ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი
🇬🇪 9. საქართველო – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი
🇬🇪 10. საქართველო – გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი
არასაკონკურსო ფორმატი :
🇫🇷11. საფრანგეთი – თეატრი: ,,Demain on change tout”
🇹🇷12. თურქეთი – თეატრი Tempo
🇬🇪 13. საქართველო – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (ორგანიზატორი და მასპინძელი თეატრი)
საფრანგეთიდან მოწვეული თეატრი – „Demain on change tout” ქუჩაში მოძრავი სპექტაკლის – „სამი თავი და ქიმერული ორკესტრი” ჩვენებას, ფესტივალის განმავლობაში, 6-ჯერ გამართავს.
გამარჯვებულ სპექტაკლებს 5 წევრიანი ჟიური შეარჩევს. ჩვენებები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პარალელურად დაგეგმილია სემინარები და წარმოდგენები ღია ცის ქვეშ. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 27 სექტემბერს დასრულდება.
ფესტივალის დამფუძნებლები არიან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი და საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება.