საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 -წლამდელთა ნაკრებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი – 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.
ნიკა ბროლაძემ (67 კგ), ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და ლუკა გაბისონიამ (97 კგ) შეჯიბრება დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ.
დიეგო ჩხიკვაძე (72 კგ) და ზუკა მელაძე (87 კგ) ვერცხლის მედლებს, ხოლო თორნიკე მიქელაძე (82 კგ), იაგო გობაძე (87 კგ), ლაშა ბოლქვაძე (97 კგ) და საბა ჩილაშვილი (130 კგ) – ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
სომხეთში საქართველოს 23 -წლამდელთა ნაკრები მწვრთნელებმა მამუკა სულთანიშვილმა და დევი რეხვიაშვილმა ჩაიყვანეს. ტურნირს ქართველი მსაჯი პარმენ გოგბერაშვილიც მოემსახურა.