ბუდაპეშტში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტურში, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნიდერლანდების გუნდთან.
აღსანიშნავია, რომ ქართველები თავიდან მატჩში ორი გამარჯვებით დაწინაურდნენ, პარტიები მოიგეს: ნიკოლოზ კაჭარავამ იორდენ ვან ფორესტი დაამარცხა, ხოლო ლუკა პაიჭაძემ ერვინ ლ’ამი დაჯაბნა. სამწუხაროდ პარტიები წააგეს: მიხეილ მჭედლიშვილმა და ბაადურ ჯობავამ.
ვაჟების მსგავსად, საქართველოს ქალთა ნაკრებმაც გუშინდელი მატჩი ყაიმით დაასრულა.
საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტურში ჩვენი ქალების მეტოქე ბულგარეთის გუნდი გახლდათ.
8 ტურის შემდეგ ოლიმპიადას, 14-14 ქულით ლიდერობენ: ინდოეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.
საქართველოს ქალთა გუნდი 12 ქულით VII – XVII ადგილებს ინაწილებს.