თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტის ეკატერინე ბუაჩიძის (პედაგოგი – დოდო დიასამიძე) ბრწყინვალე დებიუტი შედგა არენა დი ვერონაზე. ღონისძიების შემადგენლობაში ცვლილების შედეგად კატოს საშუალება მიეცა ამ დიდ სცენაზე შეესრულებინა როზინას არია ჯ. როსინის ოპერიდან “სევილიელი დალაქი”.
კატომ წელს წარმატებით დაამთავრა რომის საოპერო თეატრის ახალგაზრდული პროგრამა და ოქტომბრიდან სწავლას მიუნხენის საოპერო თეატრის ახალგაზრდულ პროგრამაში აგრძელებს.