იტალიური ენიდან ითარგმნა დონატელა დი პიეტრანტონიოს “ბორგო-სუდი”

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, იტალიური ენიდან ითარგმნა დონატელა დი პიეტრანტონიოს “ბორგო-სუდი”. მთარგმნელი: მაია ტურაბელიძე.

დონატელა დი პიეტრანტონიო ცხოვრობს პენეში (აბრუცოს პროვინცია), სადაც ბავშვთა სტომატოლოგად მუშაობს. მისი დებიუტი ლიტერატურაში რომანით „დედაჩემი მდინარეა“ შედგა.

რომანი „ბორგო-სუდი“ 2020 წელს გამოსცა Einaudi-მ და Premio Strega-ს 2021 წლის ფინალისტია, თარგმნილია არაერთ ენაზე. მასში საუბარია ცხოვრებისეულ პრობლემებზე, მრავალფეროვან სიყვარულზე, ოჯახზე და განსაკუთრებით, ორ დაზე, რომლებიც, გზების გაყოფის მიუხედავად, ერთმანეთს გვერდით უდგანან, ერთმანეთის სიხარულსა და ტკივილს იზიარებენ. ნაწარმოებში საუბარია ნამდვილ სიყვარულზე, დედის როლზე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შვილების ფსიქოლოგიურ განვითარებაში. ნაწარმოებში ხშირად იქმნება მკვეთრი ემოციური ფონი და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.