ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დასრულდა საერთაშორისო ასპარეზობა მსოფლიო კარატეს ფედერაციის ეგიდით, კარატე 1-სერია A , რომელიც სარეიტინგო შეჯიბრება და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის მოსამზადებელი ეტაპი არის ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის; ასპარეზობაში 73 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საერთაშორისო ასპარეზობაზე საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა ორი მედალი – ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა.
-84 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ვიცეჩემპიონი გახდა ლუკა ვასაძე. მესამე ადგილი -67 წონით კატეგორიაში უტა ფონიავამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ უტა ფონიავამ უფროსებს შორის პირველად სწორედ ზალცბურგში გამართულ შეჯიბრებაზე იასპარეზა.