ფრანგულად ითარგმნა და გამოიცა გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილის ლექსების კრებული “შორეული ჰანგები“. მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე.
წიგნი ორენოვან (ფრანგულ-ქართულ) კოლექციაში გამომცემლობა Les Carnets du dessert de Lune-ის მიერ გამოიცა.
გიორგი ეკიზაშვილის “შორეულ ჰანგებს” და ამავე კოლექციით გამოცემულ სხვა წიგნებს ფრანგული გამომცემლობის წარმომადგენელი თავად წარადგენს პუბლიკის წინაშე.
“შორეული ჰანგები“ საფრანგეთის, შვეიცარიისა და ბელგიის წიგნის მაღაზიებში 14 ნოემბრიდან გაიყიდება.