ქამრისთვის ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. ბრძოლა ლას-ვეგასში, „სფეროს“ არენაზე, UFC 306-ის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. ქართველმა მებრძოლმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონატო ქამრისთვის ოქტაგონზე მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და მეორე ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა.
33 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეთერთმეტე ბრძოლა მოიგო. ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში მან 18-ჯერ მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა ილია თოფურია, ის პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა. მან საჩემპიონო ქამრისთვის ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.