ბუდაპეშტში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მესამე ტურში, ქართველმა ვაჟებმა ყაიმით დაასრულეს შეხვედრა ირანელ მოჭარდრაკეებთან.
ჩვენებიდან მოგება იზეიმა ლევან ფანცულაიამ, ყაიმით დაასრულეს პარტიები: ლუკა პაიჭაძემ და ბაადურ ჯობავამ, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი სამწუხაროდ დამარცხდა.
საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე ტურში, ჩვენმა ქალებმა ვაჟების მსგავსად ყაიმით დაასრულეს შეხვედრა რუმინელ კოლეგებთან.
პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა სამწუხაროდ წააგეს.