10 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქში 45-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამ აიღო სტარტი.
ქართველმა ვაჟებმა ბუდაპეშტში დაწყებული საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში, ჯერზის მოჭადრაკეთა გუნდს ანგარიშით 4:0 მოუგეს. მოგება იზეიმეს: მიხეილ მჭედლიშვილმა, ნიკოლოზ კაჭარავამ, ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ. საქართველოს ვაჟთა ნაკრების კაპიტანი, ზურაბ სტურუა; მთავარი მწვრთნელი, თორნიკე სანიკიძე.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა, 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში მშრალი ანგარიშით 4:0 არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი დაამარცხა. პარტიები მოიგეს: ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ. გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ტუკმაკოვი.