საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების მორიგ მატჩში ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჩეხები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად არიან. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.