ისრაელის წამყვანი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. ტური ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.

პრესტურის ფარგლებში საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია.

ისრაელის მაღალრეიტინგული ონლაინ გამოცემების, სამოგზაურო პლატფორმების ჟურნალისტებმა და Instagram ბლოგერებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ეწვივნენ მცხეთას, წინანდალს, ალავერდს, სიღნაღს, მოინახულეს საოჯახო მარნები, გაეცნენ ქართულ კერძებსა და ღვინოს.

ისრაელის მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები ტურისტული პროდუქტების, ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სთორებსა და პოსტებს ამზადებენ.

ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა.