7 სექტემბერს, ვენეციის 81-ე კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზედაც ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის, ფილმ „აპრილს“ გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზი.
ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური ნამუშევარია. ქართულ მხარეს წარმოადგენს კინოკომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი“ (Independent Film Project) და პროდიუსერი არჩილ გელოვანი.