ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი პარალიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

საქართველომ პარალიმპიადაზე მეშვიდე მედალი მოიპოვა – ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი  პარალიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ინა ქალდანმა (70 კგ, კატეგორია J2). ნახევარფინალი მან ჩინელ იუე ვანგთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ პარასპორტსმენს შეხვდა.  დაძაბულ შეხვედრაში ინამ დაამარცხა მეტოქე და ბრინჯაოს მედალიმოიპოვა

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში ქართველმა პარაძიუდოისტმა ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა.

ინა ქალდანი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცეჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანია.

შეგახსენებთ, დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ქალდანმა.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს უკვე 7 მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა, პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი, 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი გახდნენ.