საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა ანგარიშით 3:0 დაამარცხა

ბათუმში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში  საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლები გიზი მამგეიშვილმა, გიორგი კვერნაძემ და გიორგი აბუაშვილმა გაიტანეს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო შეხვედრაში, 10 სექტემბერს, ქალაქ ველნოში, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

ფეხბურთი