ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის ინფორმაციით, GAFA-ს კურსდამთავრებულის დიანა გელაშვილის ფილმმა “მატარებლის სადგური” New Jersey Film Awards-ზე 4 ნომინაციაში გაიმარჯვა:
🏆 საუკეთესო სტუდენტური ფილმი
🏆 საუკეთესო რეჟისორი
🏆 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი
🏆 საუკეთესო ხმის დიზაინი
დიანა გელაშვილის ფილმი “მატარებლის სადგური” შერჩეულია შემდეგ ფესტივალებზე სხვადასხვა ნომინაციაში: Symbiotic Film Festival (უკრაინა), Eastern Europe Film Festival (რუმინეთი) და Svaneti International Film Festival (საქართველო)