დღეს პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე შეჯიბრება პარაძიუდოში დაიწყება. ჩვენი უძლიერესი პარანაკრები მზად არის გაზარდოს ქართველთა მონაგარი.
საქართველოს ღირსებას ტატამზე ზურაბ ზურაბიანი (-60კგ. კატეგორია J2) დაიცავს, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება. ზურაბიანი პარიზი 2024-ზე მესამე ნომრად არის განთესილი.
დასაწყისი 12:00 სთ.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულეს ქართველმა ეტლით მოფარიკავეება ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა. მათ ძალა რაპირით ასპარეზობაში მოსინჯეს.
ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადის ოთხი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამდენი მედალი პარალიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა პირველად მოიპოვეს.