პერუში გაიმართა ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელზედაც საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა გიორგი გივიშვილმა (-66 კგ) იზეიმა, მესამე ადგილი კი ნოდარ კობალაძემ (+90 კგ) დაიკავა.
გიორგი გივიშვილმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარჩიევს სძლია, ნოდარ კობალაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ფრანგი ჟან პასკალ ბი გოლი და კოსტა დაამარცხა.