15 წლამდე დინამო ნოვარას ტურნირის გამარჯვებულია
დინამოელებმა 16 გუნდიანი გათამაშების ნახევარფინალში ჯენოას, რეზო გაზდელიანის და სანდრო მიქაუტაძის გოლებით 2-0 აჯობეს.
გადამწყვეტ, ფინალურ მატჩში დინამო ბელგიურ გენკს შეხვდა. შალვა კვარაცხელიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და დამატებით ტაიმში, შეცვლაზე შემოსული მეკარის – სანდრო ფოლადაშვილოს გოლით ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
ნოვარას თასის საუკეთესო მეკარე მათე ჭელიძე გახდა.